13 მაისი 2021,   17:05
ვრცლად
წვევამდელების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

წვევამდელების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

წვევამდელების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს წინასწარი აღკვეთი ღონისძიების სახით, ცოტა ნხნის წინ, პატიმრობა შეეფარდათ

დაცვის მხარე აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. 

დღესვე სასამართლოში ცნობილი გახდა, რომ საქმეში დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი ფიგურირებდა, თუმცა დაახლოებით ერთი თვის წინ მან სისოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან თბილისში, საკუთარი სახლის ეზოში, კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა თავი.

"ორივე ბრალდებულის უშუალო ხელმძღვანელი იყო მ.ბ, რომელიც იმხილება ასევე დანაშაულის ჩდენის ერთ-ერთ ეპიზოდში. თუმცა, ეს პირი, დღის მდგომარეობით გარდაცვლილია,"- აცხადებს  პროკურორი ალექსანდრე ჩხეიძე.

 

დღის ამბები