13 მაისი 2021,   17:33
ვრცლად
ჯო ბაიდენი მდიდარი მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდის ინიციატივით გამოდის

შეერთებული შტატების პრეზიდენტი მდიდარი მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდის ინიციატივით გამოდის.

გადასახადების გაზრდამ ბავშვთა ზრუნვისა და განათლების დაფინანსებას უნდა შეუწყოს ხელი. როგორც თეთრ სახლში ამბობენ, ბაიდენის ინიციატივა მხოლოდ იმ ოჯახებს შეეხება, რომელთა წლიური შემოსავალი 400 ათას დოლარს აღემატება.

მოსახლეობის ამ ნაწილისთვის საშემოსავლო გადასახადი 37%-დან თითქმის 40%-მდე გაიზრდება. ჯო ბაიდენი ინიციატივას მომდევნო კვირას წარადგენს.

დღის ამბები