12 მაისი 2021,   11:36
ვრცლად
ამნისტიის კანონს ნიკა მელიას პოზიცია წინაღობას ვერ შეუქმნის - ადვოკატი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის კანონის მიღების შემთხვევაში ნიკა მელიას პოზიციას არავითარი აზრი არ ექნება.

ადვოკატის განცხადებით, ცდილობენ ამნისტიის საკითხის დაყენება ნიკა მელიას პოზიციას დაუკავშირონ, თუმცა, კონდახიშვილის თქმით, მელია ამ თემასთან კავშირში არ არის.

ცდილობენ გაასაღონ, თითქოსდა ამნისტიის საკითხი, რომელიც ჩადებული არის ხელშეკრულებაში და რომელზედაც არის ხელმოწერა, დადგა დღის წესრიგში იმიტომ, რომ ნიკამ განაცხადა უარი ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე. ეს აბსოლუტურად არ არის დაკავშირებული ერთმანეთთან.

გირაოს გადახდის შემთხვევაში, მოძალადე პოლიციელების ამნისტირების საკითხი იხსნებოდა დღის წესრიგიდან?! რა თქმა უნდა, არა. ნიკა მელია ამ თემასთან დაკავშირებით საერთოდ არაფერ შუაში არ არის. ამნისტიის კანონის მიღების შემთხვევაში, ნიკა მელიას პოზიციის მიუხედავად, ეს კანონი გავრცელდება და მის პოზიციას არავითარი წინაღობა არ აქვს," - განაცხადა ადვოკატმა.

 

 

დღის ამბები