13 მაისი 2021,   15:27
ვრცლად
რუსეთის ჰიმნის ნაცვლად ჩაიკოვსკი - რუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე საფორტეპიანო კონცერტის თანხლებით გამოვლენ

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიურ თამაშებში ჰიმნის ნაცვლად რუსეთის გუნდს ჩაიკოვსკის მუსიკის გამოყენების უფლება მისცა. კერძოდ, რუსეთის გუნდს, პროტოკოლური ღონისძიებების გამართვა ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტის თანხლებით შეეძლება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

შეგახსენებთ, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს სანქციების გამო რუსეთის გუნდებს მსოფლიო ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებზე საიდენტიფიკაციო ატრიბუტების გამოყენება 2022 წლის დეკემბრამდე აკრძალული აქვთ, ამაში შედის ეროვნული დროშა და ჰიმნიც. იანვარში იყო ინიციატივა, რომ ეროვნული ჰიმნის ნაცვლად სიმღერა "კატიუშა" გამოეყენებინათ, თუმცა სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ამაზე უარი თქვა.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში გაიმართება, ზამთრის ოლიმპიადა კი პეკინში 2022 წლის 4-20 თებერვალსაა დაგეგმილი.

დღის ამბები