08 მაისი 2021,   02:25
ვრცლად
კარლ ჰარცელმა და კელი დეგნანმა "ნაციონალური მოძრაობის" 4 ლიდერთან შეხვედრა გამართეს  

კარლ ჰარცელმა და კელი დეგნანმა, რომლებიც მოლაპარაკების პროცესში მედიატორის ფუნქციას ასრულებენ, დღეს შეხვედრა მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალასთან გამართეს.

"ნაციონალური მოძრაობის" 4 ლიდერი, სალომე სამადაშვილი, აკაკი მინაშვილი, კობა ნაყოფია და თინა ბოკუჩავა ორი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა ესაუბრებოდა დიპლომატებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის წევრებმა მხოლოდ ის თქვეს, რომ მათ ხელახლა გაიარეს საკითხები. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სურვილი არის, რომ შედგეს შეთანხმება და ხელი მოეწეროს. სხვადასხვა საკითხზე, რომელიც შეეხება როგორც საარჩევნო რეფორმის საკითხებს, ასევე - ნიკა მელიას პატიმრობის და მისი გათავისუფლების საკითხებს და ზოგადად, ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საკითხებს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ბევრი შეკითხვა, რომელზეც გვაინტერესებდა დამატებითი ინფორმაცია და დამატებით გავცვალეთ ჩვენი ხედვები. ძალიან კარგი იქნება, რომ ოპოზიციამ, საბოლოო ჯამში, ამ შეთანხმებასთან მიმართებაში შეინარჩუნოს ერთიანი მიდგომა,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ენმ მოაწერს თუ არა ხელს დოკუმენტს, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად გახდება შესაძლებელი მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება.

"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების თემა, ასევე იმის, რომ  შეწყდეს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ყველა ადამიანზე და მეორე, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს ნორმალური არჩევნები, რომ არჩევნებს ატარებდნენ პროფესიონალები, მიუკერძოებელი პირები,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

დღის ამბები