08 მაისი 2021,   02:47
ვრცლად
უახლოეს დღეებში მდინარეების ადიდებას, წყალმოვარდნებსა და ზვავებს პროგნოზირებენ

საქართველოში მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვან მატებას ელოდებიან, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

20 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან 23 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

დღის ამბები