13 მაისი 2021,   16:23
ვრცლად
კორონავირუსმა ბრაზილიაში 1000-ზე მეტი ბავშვი იმსხვერპლა

კორონავირუსმა პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში, დაახლოებით, 1300 ბავშვი იმსხვერპლა, იმის მიუხედავად, რომ მტკიცებულებების თანახმად, კორონავირუსით ბავშვები იშვიათად კვდებიან.

როგორც NBCNews წერს, ჯანდაცვის სამინიტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, კოვიდ 19-ს 9 წლის ქვემოთ 800 ბავშვი ემსხვერპლა, თუმცა ექსპერტების თქმით, მსხვერპლი ბევრად მეტია, რადგან მასშტაბური ტესტირებები ქვეყანაში არ ტარდება. 

წამყვანი ეპიდემიოლოგი სან-პაოლოს უნივერსიტეტიდან, ფატიმა მარინიო ვარაუდობს, რომ რომ ინფექციამ 9 წელს ქვემოთ 2060 ბავშვი იმსხვერპლა, მათგან - 1302 ჩვილი. მისი ვარაუდი ეყრდნობა მწვავე რესპირატორული სინდრომით გარდაცვალების შემთხვევებს, პანდემიის პერიოდში. 

ბრაზილია კოვიდის გავრცელებით, მსოფლიოში მეორე ქვეყანაა აშშ-ის შემდეგ, აქ ინფექციის 361,000 შემთხვევაა დაფიქსირებული. 

დღის ამბები