13 მაისი 2021,   17:00
ვრცლად
"მედიატორს ოპონენტები ხან ცალ-ცალკე, ხან ჯგუფ-ჯგუფად გაჰყავდა და ცდილობდა დაეთანხმებინა" - შალვა პაპუაშვილი დანიელსონთან შეხვედრაზე

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში იხსენებს, რომ კრისტიან დანიელსონთან ერთ-ერთი ბოლო შეხვედრის დროს, რომელიც დაახლოებით 7 საათს გაგრძელდა, მოლაპარაკების პროცესში "ქართული ოცნება" 1 საათის განმავლობაში იყო ჩართული, ხოლო დანარჩენი დრო მედიატორმა ოპოზიციის დასათანხმებლად გამოიყენა.

"თუ არ ვცდები სადღაც 6-7 საათი ვიყავით საერთო ჯამში ყველა იმ ბოლო შეხვედრაზე, აქედან 5 წუთი ვიყავით ჩვენ, "ქართული ოცნება" მედიატორთან კონტაქტში, ასე ვთქვათ, ცალკე შეხვედრა გვქონდა 5 წუთიანი, დაახლოებით 1 საათამდე იყო საერთო შეხვედრა.

1 საათი ვიყავით ჩვენ ჩართული ამ პროცესში დანარჩენი 6 თუ 5 საათი ვიჯექით ასე მოლოდინში, როდესაც ჩვენს პარტნიორებს, მედიატორს ოპონენტები ხან ცალ-ცალკე, ხან ჯგუფ-ჯგუფად გაჰყავდა და ცდილობდა რამენაირად დაეთანხმებინა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები