13 მაისი 2021,   17:34
ვრცლად
ჰესის მოწინააღმდეგები პროტესტის მშვიდობიან ფორმატზე გადადიან - რა საკითხებზე იმსჯელეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან

ჰესის მოწინააღმდეგეები პროტესტის მშვიდობიან ფორმატზე გადადიან - ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა, დაახლოებით, 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა - შეხვედრიდან გამოსულმა რიონის ხეობის მცველებმა 3 საკითხი დააყენეს.

ისინი სოფელ გუმათთან მოწყობილი რკინის კედლის აღებას, ხეობიდან სამართალდამცავების გაყვანას და სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას ითხოვენ, მთავრობის რეაგირებას კი უახლოეს დღეებში ელოდებიან. მმართველი გუნდის წევრების თქმით კი, ისინი მზად არიან, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე არგუმენტირებული პასუხი გასცენ.

რიონის ხეობაში მიმდინარე აქციების პარალელურად, კომპანია "ენკა" ნამახვანჰესის პროექტზე კვლევებს ექსპერტებს აცნობს. დღევანდელ შეხვედრაზე დაანონსდა, რომ შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომელიც დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტდება. ნამახვანჰესის პროექტის დირექტორი ამბობს, რომ მხარეებს შორის მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელება.

დღის ამბები