15 მაისი 2021,   17:53
ვრცლად
მე არ ვიცი ბიძინა ივანიშვილი რომელ ძალაზე წერს, მაგრამ ჩვენ ის ძალა არ ვართ - გიორგი ხოჯევანიშვილი

"ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, რომელიც გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა, "ღამის კურიერის" კითხვაზე - არის თუ არა მისი პოლიტიკური გუნდი ის პოლიტიკური ძალა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი თავის წერილში წერს, უპასუხა, რომ არ არის და ამაში საზოგადოება მალე დარწმუნდება.

მისივე ინფორმაციით, გადადგომის შემდეგ ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია. 

"მე არ ვიცი ბიძინა ივანიშვილი რომელ ძალაზე წერს, მაგრამ თქვენ რაზეც მიანიშნებთ, ჩვენ ის ძალა არ ვართ. ამაში ჩვენი ამომრჩეველი, საზოგადოება დარწმუნდება, რომ რაიმე მსგავსი კავშირები არ არსებობს. ამას აჩვენებს დრო და ჩვენი შემდგომი ნაბიჯები, ჩვენი პროგრამა, ხედვები, შემდგომ გატარებული ნაბიჯები, ღონისძიებები, პროექტები, საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მომართული იქნება საზოგადოების ინტერესებზე და არ იქნება კონკრეტულ მიზნებზე მორგებული.

ვინც დაგვაფინანსებს, ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი, ამას საქართველოს კანონმდებლობაც ითვალისწინებს და საჯარო იქნება ინფორმაცია. შეგვიძლია, მერე ერთად განვიხილოთ ჩვენი დამფინანსებლები,"-განაცხადა ხოჯევანიშვილმა. 

დღის ამბები