15 მაისი 2021,   17:23
ვრცლად
კორონავირუსის მესამე ტალღა გამოცხადებულია​ - ყველაზე დიდი რისკზონა, ამჯერად, სამეგრელოა

კორონავირუსის მესამე ტალღა გამოცხადებულია. დღეს ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათი უმეტესობა ბრიტანული შტამითაა ინფიცირებული.

კლინიკებში ადგილები სულ უფრო მცირდება. 8000-მდე აქტიური შემთხვევიდან 2500-ზე მეტი სტაციონარში მკურნალობს.

ლოკალური აფეთქებებისა და კლასტერების შემდეგ ქვეყანაში აქტიური შიდა გავრცელებაა. ყველაზე დიდი რისკზონა, ამჯერად, სამეგრელოა. ფოთის ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის, იხურება ბაღებიც. კახეთში კი სასულიერო პირები და მრევლია ინფიცირებული.

კოვიდსტატისტიკის მნიშვნელოვნად ზრდას სპეციალისტები აღდგომის შემდეგ ვარაუდობენ. მიზეზი დღესასწაულებზე შეკრებები და სუფრებია.

ეპიდემიოლოგები ლოკდაუნის თავიდან არიდებისთვის მოსახლეობას დღესასწაულის მოკრძალებულად აღნიშვნას სთხოვენ.

პანდემიის პირობებში სპეციალისტების რეკომენდაციები უცვლელია - პირბადის სწორი მოხმარება, სოციალური დისტანცია, მასობრივი შეკრებების თავიდან არიდება და მასობრივი იმუნიზაციაა. სწორედ ვაქცინაციის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, თუმცა რომელ სამიზნე ჯგუფზე და რომელი ვაქცინით, ეს მომდევნო დღეებში გადაწყდება.

დღის ამბები