15 მაისი 2021,   19:17
ვრცლად
რას შეცვლის ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვება კომპრომისის შესაძლებლობასთან დაკავშირებით - კრიზისის ფონზე ოპოზიცია კვლავ აქციებს აანონსებს

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია თავმჯდომარის ციხეში დატოვებას კომპრომისის შანსის შეზღუდვად მიიჩნევს.

სასამართლოს მიერ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების უცვლელად დატოვებას შეთანხმების სივრცის დავიწროებას უწოდებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც. პოლიტიკური ძალების ნაწილი კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ გზას მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების გააქტიურებაში ხედავენ.

მელიას საკითხისთვის პოლიტიკური სარჩულის შექმნას სპეკულაციად აღიქვამს მმართველი გუნდი.

შეთანხმების აუცილებლობა დღეს პოლიტიკურ სპექტრს საქართველოში NDI-ის ყოფილმა დირექტორმაც შეახსენა. 

კრიზისის ფონზე, ოპოზიცია კვლავ აქციებს აანონსებს, ხელისუფლება კი ოპონენტებს კრიზისის ხელოვნურად გაღრმავების მცდელობაში ადანაშაულებს.

დღის ამბები