19 ივნისი 2021,   20:15
ვრცლად
ყველა ერის, მათ შორის უკრაინის სუვერენული უფლებაა მოითხოვოს ნატოს წევრობა - იენს სტოლტენბერგი

ბრიუსელში ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებას შეხვდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ალიანსის მხრიდან მხარდამჭერი სიტყვების გარდა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებას თქმით, რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინა ეკუთვნის მსოფლიო დემოკრატიას, მსოფლიოს დასავლეთ ნაწილს. 

"2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ნატომ პირობა მისცა საქართველოსა და უკრაინას. ვფიქრობ ალიანსის, როგორც ინსტიტუტის ნდობა შეიძლება, რომ ის შეასრულებს თავის პირობას. უკრაინისთვის ნატოს წევრობა დროის საკითხია და ამ დროს არცერთ კრიტერიუმს არ აქვს მნიშვნელობა, როცა საქმე რუსეთთან ურთიერთობას ეხება. 2014 წელს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რუსეთი შეძლებდა ისე შორს წასულიყო, რომ დონბასისა და ყირიმის ოკუპირება მოეხდინა. რუსეთის მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის შუაზე გახლეჩა და ამ გზით ახალი რუსეთის შექმნა.

ამ გეგმამ უკრაინის პარტნიორების მხრიდან კონტრზომების მიღების შემდეგ მარცხი განიცადა. ჩვენმა პარტნიორებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს რუსეთის შეჩერებაში. როცა ისმება კითხვა თუ რამდენად შორს შეუძლია რუსეთს წასვლა ჩემი პასუხია შემდეგია - მე არაფერს გამოვრიცხავ. ჩვენ ყველა სახის ბერკეტი გვაქვს- არამხოლოდ იმის რომ მოვახდინოთ რუსეთის მიერ წინ ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი - არამედ გავაყვანინოთ მას ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს რომ უკრაინა ეკუთვნის მსოფლიო დემოკრატიას, მსოფლიოს დასავლეთ ნაწილს. ამიტომ დასავლეთი არ დაუშვებს, რომ რუსეთმა უკრაინის დემოკრატია და სუვერენიტეტი დაასამაროს. ჩვენი პარტნიორების გზავნილი ნათელია - უკრაინა არ არის რუსეთის ნაწილი და არც არასდროს იქნება,“ - ამბობს დიმიტრო კულება.

ერთობლივი პრესკონფერენციაზე საუბრის დროს სტოლტენბერგმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა რომ უკრაინა რუსული აგრესიის წინაშე მარტო არ არის.

"ნატოს წევრების გადასაწყვეტია თუ როდის გახდება უკრაინა ალიანსის წევრი. არავის აქვს უფლება ამ პროცესში ჩაერიოს. ყველა ერის მათ შორის უკრაინის - სუვერენული უფლებაა მოითხოვოს ნატოს წევრობა. ეს მნიშვნელოვანი პრინციპია რადგან ახლა რუსეთი ცდილობს გადაწყვიტოს თუ რა უნდა გააკეთონ მისმა მეზობლებმა. ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებული უკრაინის საზღვარზე არსებული ვითარების გამო. ნატო ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. ყირიმის 2014 წლის არალეგალური ანექსიის შემდეგ უკრაინის საზღვარზე რუსი სამხედროების უპრეცენდენტო რაოდენობის მობილიზებაა. გარდაცვლილია 28 სამხედრო. მსურს მომხდარის გამო მწუხარება გამოვხატო. რუსეთის სამხედრო მობილიზება შემაშფოთებელი და მიუღებელია. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს პროვოკაცია და დაუყოვნებლივ მოახდინოს ვითარების დეესკალაცია. ეუთოს შეხვედრაში რუსეთმა მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. მოსკოვმა თავის საერთაშორისო ვალდებულებებს პატივი უნდა სცეს. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია. მოვუწოდებთ რუსეთს უკრაინის ტერიტორიებიდან გაიყვანოს ჯარები. ნატო დგას უკრაინის გვერდზე და ვეხმარებით მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ნატოს სურს, უკრაინა წარმატებული იყოს“ - ამბობს იენს სტოლტენბერგი.

 

დღის ამბები