17 აპრილი 2021,   09:17
ვრცლად
ნიკა მელია დღევანდელ სასამართლო სხდომას არ ესწრება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დღევანდელ სასამართლო სხდომას არ ესწრება. 

როგორც მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად დაცვის მხარის შუამდგომლობისა, მისი ინფორმაციით, მელიას პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ აქვს.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეტაპირება არ განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ 6 აპრილს ვიშუამდგომლეთ სასამართლოსთან, რომ მას მისცემოდა დასწრების შესაძლებლობა ამ უმნიშვნელოვანეს სასამართლო პროცესზე, ჩვენი ინფორმაციით, ეტაპირება არ მოხდა და მელია სასამართლო სხდომას არ დაესწრება,"- განაცხადა კონდახიშვილმა.

 

 

დღის ამბები