17 აპრილი 2021,   09:46
ვრცლად
საქართველოს პოლიტიკური კლასი შიდაპოლიტიკურ დრამაზეა ფოკუსირებული, კრიზისი ორივე მხარის მიერაა პროვოცირებული - ჯორჯ კენტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი მოუწოდებს პოლიტიკურ ლიდერებს, როგორც მმართველ პარტიაში, ასევე ოპოზიციაშიც, რომ ყურადღება გაამახვილონ იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას აქვს. ამის შესახებ მან "თურქიშ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" მიერ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

"ნაცვლად კავკასიაში შეცვლილ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე კონცენტრირებისა და პანდემიის შემდგომ ეკონომიკურ აღდგენაზე მუშაობისა, საქართველოს პოლიტიკური კლასი უფრო მეტად არის ფოკუსირებული შიდაპოლიტიკურ დრამაზე. ჩვენ მკაფიოდ ვუთხარით ქართველ მეგობრებს, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, რომ ახლა დროა, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ყურადღება გაამახვილონ იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს, როგორც ქვეყანას აქვს.

დღეს საქართველოში არსებული შიდაპოლიტიკური კრიზისი პროვოცირებული იყო და შეიქმნა ორივე მხარის ქმედებების გამო, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის. თითოეულმა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები კომპრომისისკენ და შეთანხმდნენ თამაშის წესებზე წინ წასაწევად, რათა საქართველო იყოს ფოკუსირებული ეროვნულ გამოწვევებზე, ნაცვლად პარტიული საკითხებისა, რაც საქართველოს პროგრესს აფერხებს და აჩენს კითხვებს პოლიტიკური კულტურისა და ელიტის მიმართ," - განაცხადა ჯორჯ კენტმა.

მისი თქმით, თუ რამდენად დიდია ამ საკითხის რეზონანსი ვაშინგტონში, აჩვენებს ისიც, რომ პირველი სხდომა, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში გაიმართა, სწორედ საქართველოს საკითხს მიეძღვნა.

დღის ამბები