17 აპრილი 2021,   08:39
ვრცლად
წყნეთში შვილმა მამა მოკლა

წყნეთში, კერძოდ სოფელ კიკეთში შვილმა მამა მოკლა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მკვლელობა კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა.

როგორც ადგილობრივებმა ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, შვილმა კვალის წაშლა სცადა.

ინციდენტი კიკეთში გუშინ მოხდა, პოლიციამ ბრალდებული ადგილზევე დააკავა.

"რუსთავი 2-ს" მომხდარის შესახებ შს სამინისტროში დაუდასტურებს, თუმცა უწყებაში დამატებითი კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა. 

დღის ამბები