23 აპრილი 2021,   15:02
ვრცლად
"ვერავის დავეთანხმები, რომ ევროკავშირში სრულფასოვან წევრად განაცხადის შეტანა იქნება არასერიოზული" - უმრავლესობა ევროპარლამენტარების განცხადებებზე

ბრიუსელის მკაცრ განცხადებებს საქართველოს მმართველ გუნდში ეხმიანებიან - "ოცნების" დეპუტატები არ ეთანხმებიან განცხადებას, რომ ვროკავშირში სრულფასოვან წევრად განაცხადის შეტანა იქნება არასერიოზული :

"ეს არის საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების არჩევანი. რაც შეეხება საკითხებს - იქნება ეს საარჩევნო კოდექსი თუ საკონსტიტუციო ცვლილებები, ასეთი საქმის კეთება ხდება პარლამენტში და არა ქუჩაში. ეს არის ცალსახა გზავნილი, არ ვიცი კიდე ვინ და რა ფორმით უნდა უთხრას ამ ადამიანებს "შედით პარლამენტში" - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო. 

რაც შეეხება დაფინანსებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხებს წყვეტს არა ევროპარლამენტი, არამედ ევროკომისია :

"ევროკომისიის განცხადებები კი ყველამ ვნახეთ, რაც იყო, ასოცირების საბჭოს დროს. 

რაც არ უნდა პასუხისმგებლობით ვიქცეოდეთ, გვიჭირს დავარწმუნოთ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ებრძვიან საქართველოს სტაბილურობას და ევროპულ მომავალს იმით, რომ ყალბ კამპანიას აწყობენ არჩევნებთან დაკავშირებით და ძალაუფლების მიღების სურვილიდან გამომდინარე, ცდილობენ აამღვრიონ წყალი," - აღნიშნავს პაპუაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები