17 აპრილი 2021,   09:28
ვრცლად
ვეუბნებით ხელისუფლებას, რომ დათმოს ძალაუფლების ნაწილი, ამავდროულად, ოპოზიციას მოვუწოდებთ მიიღოს ეს ძალაუფლება - ნიკა სიმონიშვილი

მესამე სექტორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეფორმებზე საუბრობს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ დათმონ ძალაუფლების ნაწილი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები.

"ერთის მხრივ, ჩვენ ვეუბნებით ხელისუფლებას, რომ დათმოს ძალაუფლების ნაწილი, ამავდროულად, ოპოზიციას მოვუწოდებთ, მიიღოს ეს ძალაუფლება. საკვანძო და მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები,"- აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორმა ნინო დოლიძემ განაცხადა, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"მანამდე უნდა მოგვარდეს ეს საკითხი, სანამ ადამიანები გაბრაზდებიან. თუ ხელისუფლება და პოლიტიკური ელიტა ამას არ უპასუხებს, ქართველი ხალხი ძალიან გაბრაზდება. უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლოები," - აღნიშნა ნინო დოლიძემ.

დღის ამბები