18 აპრილი 2021,   23:54
ვრცლად
პარლამენტში ნამახვან ჰესის შესახებ მსჯელობენ - ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობენ

ამ წუთებში ნამახვან ჰესის შესახებ მსჯელობენ პარლამენტში. დარგობრივი ეკონომიკის და გარემოს დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის ის წევრები რომლებიც ჰესის მოწინააღმდეგეებს შეხვდნენ.

ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი დეპუტატების შეკითხვებს ერთი საათია პასუხობენ. დღევანდელ სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან. მათ მინისტრებთან კითხვები აქვთ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე დეპუტატებს. 

"არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პასუხები იქნება დასაბუთებული და არსებითად შეცვლის ჩვენს პოზიციებს, იმიტომ რომ ჩვენ ჩვენს შეფასებაზე, რომელიც იყო საკმაოდ მძიმე, მოვისმინეთ უკვე ეკონომიკის სამინისტროს პასუხი, რომელიც იყო დაუსაბუთებელი სრულიად და არც ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი სამინისტროს არ აქვს, რატომ არის ეს ჰესი სასარგებლო, რა ზიანი შეიძლება ჰქონდეს მას და რა საფრთხეები შეიძლება ახლავდეს. დასმული იქნება მთავარი კითხვა, რატომ მოაწერა სახელმწიფომ ხელი შეთანხმებას ამ პირობებით," - ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ლინა ღვინიანიძე

განცხადება გააკეთა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ. 

"თითოეული ელექტროსადგური, რომელსაც აქვს წვლილი და ხშირ შემთხვევაში დიდი წვლილი ჩვენი ენერგო სისტემის დამოუკიდებლობაში და ენერგო სისტემის გაძლიერებაში, უნდა იყოს დაფუძნებული მათი მშენებლობა დეტალურ კვლევებზე, ყველა იმ შემარბილებელ და საკომპენსაციო გათვლილ ღონისძიებებზე, რომელიც აუცილებელია ჰიდრო ელექტრო სადგურის მშენებლობისთვის. ზუსტად ამ კითხვებზე ჩვენ მივიღებთ პასუხებს,“ - ამბობს მაია ბითაძემ. 

დღის ამბები