18 აპრილი 2021,   23:51
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ფინალური პროცესი 3 საათში დაიწყება

დღეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. 8 თვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ ფინალური პროცესი მცხეთაში ზუსტად 15:00 საათზე დაიწყება.

განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში დაესწრება 19 წლის ფეხბურთელის ოჯახი.

საქმეზე ბრალდებულია 5 პირი, მათ შორის არასრულწლოვნები, ბრალი არც ერთს არ უღიარებია, მეტიც დაკავებულების ნაწილი ამტკიცებს, რომ გიორგი შაქარაშვილი არც კი უნახავთ.

ბრალდებულთა ადვოკატები და ოჯახის წევრები ისევ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინში არიან და აცხადებენ, რომ შაქარაშვილის მკვლელობასთან მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს შემხებლობა არ აქვთ.

დღის ამბები