19 აპრილი 2021,   00:18
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა დადასტურდა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა. 

"ერთი შემთხვევაა დადასტურებული რეინფიცირების, სამთვიანი შუალედით. იქ სხვადასვა შტამი არ არის, ერთი და იგივე შტამის მუტანტია. რეინფიცირება მოხდა 2,5 – 3 თვის შემდეგ. ორივე შემთხვევაში არის მსუბუქი მიმდინარეობა. რაც შეეხება ასაკს, არ მინდა შემეშალოს, მაგრამ ხანდაზმული არ არის," - აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

 

დღის ამბები