19 აპრილი 2021,   01:14
ვრცლად
მიტროპოლიტი სტეფანე არის გამოვლინება საბჭოთა ადამიანისა და ეკლესიაში საბჭოთა მემკვიდრეობის არსებობისა - პეტრე ცაავა

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მამა პეტრე (ცაავა) ეპარქიაში გუშინ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და ამბობს, რომ ის, რაც გუშინ დატრიალდა ეს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დიდი სირცხვილია.

მისივე განცხადებით, მიტროპოლიტი სტეფანე არის საბჭოთა ადამიანისა და ეკლესიაში საბჭოთა მემკვიდრეობის არსებობის გამოვლინებაა.

"ამ იერარქებს სირცხვილის გრძნობა აქვთ დაკარგული, რამეთუ, რაც გუშინ დატრიალდა, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, ეს არის სირცხვილი ეპარქიისათვის.

ზოგადად, როდესაც პასუხისმგებლობას იღებ ღვთისა და ერის წინაშე შენს საქციელზე არ უნდა გეშინოდეს კამერების წინ ჩაატარო კრება, ესაუბრო სამღვდელოებას, დაასწრო საერო ადამიანები მრევლი, რომელიც ასევე არის ეკლესიის შემადგენელი ნაწილი.

არამართებული საქციელი იწვევს შემდეგ ბოროტის გამარჯვებას, ბოროტმა გაიმარჯვა და იზეიმა გუშინ.

ფაქტია, რომ მღვდელმთავარი თავის სამღვდელოებასთან ერთად დაიმალა ფაქტობრივად, ისევე როგორც ამის მაგალითს იძლევა სინოდი და სინოდის სხდომები, სადაც ასევე ძალიან ჩაკეტილი, საბჭოთა მოდელი არის.

მიტროპოლიტი სტეფანეც არის გამოვლინება საბჭოთა ადამიანისა და ეკლესიაში საბჭოთა მემკვიდრეობის არსებობისა," - ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მამა პეტრე (ცაავა).

შეგახსენებთ, ინციდენტი მარტვილში მაშინ მოხდა, როდესაც ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე სტეფანესა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შემთხვევის დროს აივნის მოაჯირი მოწყდა, რა დროსაც შენობის მეორე სართულიდან მედიის წარმომადგენლები ეზოში გადავარდნენ

დღის ამბები