15 აპრილი 2021,   02:51
ვრცლად
"მოქალაქეები" ფარული ჩანაწერების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ

ირაკლი ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს შორის სატელეფონო ჩანაწერების საქმის გამოძიებას მოითხოვს პარტია "მოქალაქეები".

ალეკო ელისაშვილი თვლის, რომ ამ საკითხზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რადგან სწორედ ამ შემთხვევაში დადგინდება საქმეზე სიმართლე.

ამ მიზნით თუნდაც ერთჯერადად "მოქალაქეები" ოპოზიცის წევრებს პარლამეტში შესვლასა და კომისიის შექმნისთვის მხარდაჭერას სთხოვენ.

"პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა არის, თუ არა ეს ჩანაწერი ავთენტური. მეორე კითხვა, ამ ჩანაწერებში არსებული ადამიანები იკავებდნენ თუ არა მაღალ თანამდებობებს და იყენებდნენ, თუ არა უფლებამოსილებას სათავისოდ. 

მივმართავთ მმართველ გუნდს და მოვუწოდებთ შეიქმნას საგამოძიებო დროებითი კომისია და ასევე მივმართავთ ოპოზიციას დაგვეხმარონ ამ ინიციატივაში,"- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პარლამენტს აქვს ბერკეტი დაიბაროს ყველა ის ადამიანი ვინც ჩანაწერებში მონაწილეა.

"პარლამენტს აქვს ბერკეტი დაიბაროს ყველა ის ადამიანი ვინც ჩანაწერებში მონაწილეა. დაიბაროს ის ჟურნალისტები ვისზეც სავარაუდოდ განხორციელდა ზეწოლა, მათგან უნდა მოვისმინოთ როდის მოხდა და როგორ მოხდა,"- აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

რეგლამენტის თანახმად, 30 ხმა საკითხის ინიცირებისათვის საკმარისია, 50 დეპუტატის თანხმობით კი პარლამენტში კომისიის შექმნა შესაძლებელია.

დღის ამბები