15 აპრილი 2021,   03:21
ვრცლად
გურჯაანში მამაკაცის მხრიდან ცოლზე ძალადობისას 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა

გურჯაანში მამაკაცის მხრიდან ცოლზე ძალადობისას 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ფაქტი, სავარაუდოდ, ფიზიკური დაპირისპირების დროს მოხდა. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად რამ გამოიწვია ჩვილის გარდაცვალება.

ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახში კონფლიქტი ხშირი შემთხვევაა. რა გახდა ამჯერად ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირების მიზეზი, უცნობია.

ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მშობლები კი პოლიციის რაიონულ განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

დღის ამბები