15 აპრილი 2021,   02:03
ვრცლად
პოლონეთში აბორტების შესახებ კანონის გამკაცრება ათასობით ადამიანმა აქციით გააპროტესტა 

პოლონეთში აბორტების შესახებ კანონის გამკაცრების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. ვარშავის ქუჩებში ათასობით ადამიანი გავიდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორსულობის ხელოვნური გზით შეწყვეტა თითქმის სრულად აიკრძალა. გამონაკლისი დაშვებულია მხოლოდ გაუპატიურებისა და ინცესტის შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ დედის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

დღის ამბები