15 აპრილი 2021,   02:12
ვრცლად
ამ თვის ბოლო იქნება ის მაქსიმალური ვადა, რომლის განმავლობაშიც ეტაპობრივად უნდა შემოვიდეს ვაქცინა - მამუკა მდინარაძე

საქართველოში ვაქცინის შემოტანის მაქსიმალური ვადა მარტის ბოლოა. ამის შესახებ განცხადება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გააკეთა.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ვაქცინაცია იყო ერთ-ერთი თემა, რაზეც პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. 

"ვაქცინაციის საკითხზე იყო საუბარი. ჩვენ მიუხედავად რთული მდგომარეობისა ვაქცინასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ საქართველოს ეხება ეს, და იმ დათქმით და იმ პირობით, რომ ჩვენ შევპირდით საქართველოს მოქალაქეებს, რომ საუბარი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ავტორიზებულ ვაქცინაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, ყველაზე გვიან პერიოდს ვიტყვი, იმისთვის, რომ მართლები ვიყოთ საზოგადოების წინაშე - ამ თვის ბოლო იქნება ის მაქსიმალური ვადა, რომლის განმავლობაშიც ეტაპობრივად უნდა შემოვიდეს და შემოვა საქართველოში ვაქცინა.

საუბარია "ფაიზერზე", "ასტრაზენეკაზე".

სხვა მიმართულებითაც მიდის მუშაობა და ავტორიზებული ვაქცინა შემოვა საქართველოში და ეტაპობრივად მოხდება, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალის აცრა და შემდეგ უკვე გაწერილი გეგმის მიხედვით, რომელიც წარმოადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები