19 აპრილი 2021,   00:42
ვრცლად
როდესაც ქვეყანაში ვაქცინები შემოვა, გამოჩნდებიან ადამიანები რომლებიც ვაქცინაციის ჩაგდებას შეეცდებიან - პაატა იმნაძე 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ირწმუნება, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ვაქცინა შემოვა და ეს, მისივე თქმით, ძალიან მალე მოხდება, გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ხელს შეუშლიან ვაქცინაციის პროცესს. 

პაატა იმნაძე იმ ანტივაქსერებზე საუბრობს, ვისაც ვაქცინაციის პროცესის ჩაშლა უნდათ და მაგალითად, 2008 წლის იმუნიზაციის კამპანია მოჰყვას, როდესაც სწორედ ამ ადამიანების მიერ ჩავარდა პროცესი. 

პაატა იმნაძე ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი პროცესი უკრაინაში უკვე დაიწყო და მასში ბევრი ადამიანია ჩართული. 

"სერიოზულად მაწუხებს ერთი ამბავი, როდესაც ქვეყანაში საკმარისი ვაქცინები შემოვა და ეს დრო ძალიან მალე იქნება, ჩვენ ხელს შეგვიშლიან ის ადამიანები, ვინც დღეს ამბობენ ვაქცინა არ არისო. სწორედ მათ აქვთ დიდი გამოცდილება იმისა, თუ როგორ ჩააგდეს 2008 წლის იმუნიზაციის კამპანია, რომელზეც ერთი წელი ვემზადებოდით. ეს ფაქტია და მთელი საქართველოს ამბობს. დღეს კი, ისევ დაწყებულია ეს პროცესი. 

ეს უკრაინაში უკვე ხდება, ამაზე ძალიან ბევრი ხალხი მუშაობს, რომ უკრაინაში ვაქცინაცია ჩააგდონ. ჩვენთანაც იგივეს იზამენ. ნახავთ, სადღაც 2-3 კვირაში თუ არ გამოჩნდებიან ეს ადამიანები და იტყვიან, რომ არასანდო ვაქცინა შემოიტანესო, მერე რა, რომ ჯანმოს კვალიფიკაცია აქვს ამ ვაქცინასო, ნახავთ თუ ჩემი სიტყვები არ ახდება. ისინი იგულისხმებენ ყველა ვაქცინას იმისათვის, რომ ვაქცინაციის პროცესს სახელი გაუტეხონ,"- განაცხადა პაატა იმნაძემ. 

დღის ამბები