19 აპრილი 2021,   00:28
ვრცლად
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ალექსანდრე კობერიძის ფილმს "ფიპრესის" ჯილდო გადაეცა

5 მარტს, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულების გამოვლენამდე რამდენიმე წუთით ადრე, კინოკრიტიკოსთა საერთაშრისო ასოციაციამ (ფიპრესი) მისი რჩეული ფილმები 4 სექციაში დაასახელა.

მთავარ კონკურსში ფიპრესის ჯილდო გადაეცა ალექსანდრე კობერიძის ფილმს "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ".

ფილმის ჩვენება ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 1 და 3 მარტს შედგა და მას არაერთმა გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემამ შესანიშნავი რეცენზიები მიუძღვნა. მათ შორის იყვენ: Screen International, Variety, IndieWire, Deadline და სხვ.

მას შემდეგ, რაც 1993 წელს თემურ ბაბლუანის ფილმს “უძნართა მზე” ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე “ვერცხლის დათვი” გადაეცა, ფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი არ შერჩეულა. თითქმის 30 წლიანი პაუზის შემდეგ კი ბერლინალეს მთავარ სელექციაში ალექსანდრე კობერიძის ფილმი “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” იყო წარმოდგენილი. იგი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.

ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ზაფხულის გამოშვება ივნისის თვეში გაიმართება, რომელიც უფრო ფართო მაყურებლისთვის იქნება განკუთვნილი. ასევე ივნისში შედგება გამარჯვებულების საზეიმო დაჯიდლოვება.

დღის ამბები