18 აპრილი 2021,   23:52
ვრცლად
ბადრი ესებუას საქმე, ნიკა მელიას დაკავება, სექსუალური ძალადობის დანაშაულების გამოძიება - რა კითხვები დაუსვეს დეპუტატებმა შს მინისტრს

ვახტანგ გომელაურის ნახევარსაათიანი მოხსენება პარლამენტში - დანაშაულის სტატისტიკა და შემცირებული მაჩვენებელი, კრიმინალური პოლიციის რეფორმა, სასაზღვრო ზოლის დაცვის გაძლიერება და ახალი სექტორის მშენებლობა ახალციხისა და დავით გარეჯის ტერიტორიებზე.

ამ კონტექსტში მინისტრმა ისაუბრა ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობაზეც.

გამკაცრებული სასჯელი არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის და პოლიციელთა გაუმჯობესებული სამუშაო პირობები - სწორედ ამ საკითხებზე საუბრით დაიწყო დღეს პარლამენტში სესია, სადაც მინისტრის საათის ფორმატში ვახტანგ გომელაურს უსმენენ.

მოხსნების შემდეგ დეპუტატებმა დასვეს კითხვები. როგორ ებრძვის სამინისტრო დესტრუქციას და როგორ უპასუხებს გამოწვევებს.

 

 

 

 

დღის ამბები