19 აპრილი 2021,   00:18
ვრცლად
"გადით ერთი წუთით ბალკონზე, მოისმენთ შეურაცხყოფებს, მონები შეუძლიათ სხვაგან მოიკითხონ" - დავით ზილფიმიანი

"ევროპელი სოციალისტების" წევრმა დავით ზილფიმიანმა, შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატით იმყოფება, სთხოვა, პოლიციამ რეაგირება მოახდინოს დეპუტატების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე.

მან ხაზი გაუსვა, რომ ის მათ დასჯას არ ითხოვს და შეიძლება, საკითხი შენიშვნის მიცემითაც მოგვარდეს. 

"გადით ერთი წუთით ბალკონზე, მოისმენთ შეურაცხყოფებს, გინებებს, სხვადასხვა შეძახილებს, პროვოკაციებს. ისინი არიან სახე დღევანდელი ნაცმოძრაობის კონგლომერატისა. მეორეს მხრივ, ისინი განასახიერებენ გარეთ დარჩენილ ოპოზიციას, რომლის დიდ ნაწილს, პირადად მე, პიროვნულად, ბევრს პატივს ვცემ. მაინტერესებს, აქ რომ შემოვლენ, როგორ ახსნიან, რომ ისინი მათი სახეებიც არიან. ესენი ყველანი უცხო ქვეყნის მოქალაქის დავალებებს ასრულებენ და ფულსაც მათგან იღებენ, ამიტომ, მონები შეუძლიათ სხვაგან მოიკითხონ,"-განაცხადა დავით ზილფიმიანმა. 

დღის ამბები