19 აპრილი 2021,   00:05
ვრცლად
კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, შეიქმნა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ, კრიმინალური პოლიციის რეფორმებზე და უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნაზე.

"გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი გამოძიების ხარისხის გაზრდაა. რეფორმის შედეგად მივიღებთ გამომძიებელთა ახალ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე შემადგენლობას, ხოლო ოპერატიული კომპონენტი საქმიანობის ცალკე მიმართულებად განისაზღვრება.

კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით არასრულწლოვნების მიერ და მიმართ ჩადენილ დანაშაულებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ახდენს რეაგირებას. სამინისტრო აგრძელებს არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნაზე მუშაობას. დაიხვეწა საკანონმდებლო ბაზა არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის კუთხით,"-განაცხადა მინისტრმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები