15 აპრილი 2021,   05:29
ვრცლად
ბატონი სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები - მამუკა ხაზარაძე

მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომ ოპოზიცია პლებისციტს არ უნდა დათანხმდეს, მამუკა ხაზარაძე არ ეთანხმება.

"ლელოს" ლიდერს პლებისციტი კრიზისიდან გამოსასვლელ გზად მიაჩნია.

"ბატონი სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები, პლებისციტი არის ის, რისთვისაც დღეს შევიკრიბეთ. ადამიანებს, ჩვენ მოქალაქეებს ვკითხოთ თავისი მომავლის ბედი. თუ ადამიანებს ვეუბნებით, რომ არჩევანი გააკეთონ, მაშინ რატომ არ ვეკითხებით, გვინდა თუ არა მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2022-ში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ პროცესი ჩიხშია შესული და ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში და გამოსავალი არის, რომ სტაბილურად გადავიდეთ განვითარებაზე," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები