15 აპრილი 2021,   06:13
ვრცლად
ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას? - ალეკო ელისაშვილი შს მინისტრს

"მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ბადრი ესებუას შესახებ ჰკითხა.

დეპუტატი დაინტერესდა, თუ აქვს უწყებას ინფორმაცია, სად არის დღეს ზუგდიდში, ბანკის ძარცვაში ეჭვმიტანილი და დატოვა თუ არა მან საქართველოს საზღვრები. 

"ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას? ყველას გვაინტერესებს, სად არის, საქართველოს ტერიტორიაზეა, დატოვა ქვეყანა თუ როგორ არის ის კაცი და სად არის,"-მიმართა ალეკო ელისაშვილმა ვახტანგ გომელაურს. 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში მოხსენებით წარდგა. ამ წუთებში, მინისტრს კითხვებს უსვამენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები