19 აპრილი 2021,   00:27
ვრცლად
როგორ აღმოჩნდნენ ქართველები კოკაინით დატვირთულ გემზე - ექსკლუზიური ინტერვიუ დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის შუამავალთან

"კურიერისთვის" ცნობილი ხდება ესპანეთის წყლებში დაკავებული ქართველი მეზღვაურებისა და კოკაინით დატვირთული გემის ჩაძირვის ახალი დეტალები.

ხათუნა ფუტკარაძე "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში დეტალურად იხსენებს, როგორ მოხვდნენ ქართველი მეზღვაურები წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოს "პალაუს" დროშის ქვეშ მცურავ გემზე, საიდანაც ესპანეთის ეროვნულმა გვარდიამ 3 ტონა კოკაინი ამოიღო. ხათუნა ფუტკარაძე ყვება, რომ მას ერთ-ერთი კაპიტანი დაუკავშირდა, სთხოვა ტექნიკური სამუშაოს​ შესასრულებლად 4 პირი ეპოვა, რომლებთანაც კონტრაქტს გააფორმებდნენ და ყოველთვიური ანაზღაურების სახით 900 დოლარს გადაუხდიდნენ.

დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შუამავალი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ 3000 კილოგრამი კოკაინით დატვირთულ გემის შესახებ ქართველებს ინფორმაცია ჰქონოდათ.

ესპანეთის სამართალდამცველებმა სავაჭრო გემ "ნეჰირზე" სპეცოპერაცია 22 თებერვალს ჩაატარეს, რა დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებმა გემის ჩაძირვა 3000 კილოგრამი კოკაინის დასამალად გადაწყვიტეს. პოლიციამ 9 პირი ადგილზე აიყვანა, მათ შორის,  5 - თურქეთის  და  4 საქართველოს მოქალაქეა. 

ოთხივე დაკავებული ბარსელონას ციხეშია მოთავსებული, მათ უფლებებს სახაზინო ადვოკატები იცავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები