19 აპრილი 2021,   01:11
ვრცლად
ერთი გასროლა და სავარაუდო თვითმკვლელობა ჯარში - 21 წლის სამხედრო თანამებრძოლებმა სამხედრო ნაწილში იპოვეს

სასიკვდილო ჭრილობები თავის არეში - 21 წლის სამხედრო მოსამსახურე მძიმე მდგომარეობაში საკუთარმა თანამებრძოლებმა იპოვეს. გასროლის ხმის გაგების შემდეგ პოსტზე მისულებს ჯონი ძინძიბაძე ჯერ კიდევ ცოცხალი, თუმცა ყელისა და თავის არეში გამავალი ორი ჭრილობით დახვდა.

თავდაცვის სამინისტროს სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ ჯარისკაცის გადარჩენა კლინიკაში გადაყვანით სცადა. თუმცა, ექიმების ჩარევა უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა. 

უფლებამოსილების შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების ფაქტზე თავდაცვის სამინისტროში არ საუბრობენ.

მთელი დღე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა ის სასულიერო პირიც, რომელსაც თავდაცვის სამინსიტროს მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამხედროებთან ყოველდღიური შეხება აქვს. მამა გაბრიელისთვისაც უცნობია ბიჭის ის მძიმე მდგომარეობა, რამაც ჯარისკაცი სავარაუდო თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

საკონტრაქტო მოსამსახურის გარდაცვალების ფაქტს  თავდაცვის სამინისტოს სამხედრო პოლიცია იძიებს. სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.

მოუწევს თუ არა გამოძიებას 115-ე მუხლის გადაკვალიფიცირება, ეს სამედიცინო ექსპერტიზაზეა დამოკიდებული. სხეულზე არსებული ღია ჭრილობების შესწავლით ექსპერტებმა უნდა თქვან, შესაძლებელი არის თუ არა საკუთარ სხეულზე მსგავსი დაზიანების გამიზნულად მიყენება.

დღის ამბები