19 აპრილი 2021,   01:08
ვრცლად
გვერდში უნდა ვედგეთ არა მოძალადეს, არამედ მსხვერპლს - ბაია პატარაია მოზარდების არაფორმალურ განათლებაზე საუბრობს

კავშირ "საფარის" აღმასრულებელი დირექტორმა ბაია პატარაიამ "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, რომ მოზარდებს აუცილებლად სჭირდებათ არაფორმალური განათლება, რადგან მათ შეეძლოთ გარჩე, რა არის სექსუალური ძალადობა.

"გვერდში უნდა ვედგეთ არა მოძალადეს, არამედ მსხვერპლს, განსაკუთრებით, როდესაც მსხვერპლი არის ბავშვი, მინდა ამ ბავშვებს მივაწვდინო ხმა და ვუთხრა, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ და ისინი მარტო არ არიან. ეს მარში სწორედ ამით არის მნიშვნელოვანი. 

ფორმალური განათლების ნაწილი უნდა გახდეს ეს ყველაფერი. 12 წლის ბავშვმა უნდა შეძლოს და ამოიცნოს სექსუალური მოძალადე. არ უნდა ეგონოს მას, რომ 12-14 და 20 წლით უფროსი მამაკაცი ვერ იქნება მისი შეყვარებული და ვერ ექნება კეთილი განზრახვები.

ბავშვები ისე ფეხმძიმდებიან, რომ სექსუალური აქტი რა არის ისიც არ იციან,"-აღნიშნა ბაია პატარაიამ.

დღის ამბები