19 აპრილი 2021,   01:44
ვრცლად
გორში "ნაციონლური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულთა ადვოკატები პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავენ

გორში "ნაციონლური მოძრაობის" ოფისზე თავდამსხმელებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

4 პირი სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს, მათ ბრალად სხვისი ნივთს დაზიანება და განადგურება ედებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა გორში პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მინები დააზიანეს.

ოპოზიციური პარტია მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით, ქმედებას საფუძვლად არანაირი პოლიტიკური მოტივი არ უდევს. მათი განმარტებით, ოფისზე თავდასხმის დროს ბრალდებულები  არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.  

დღის ამბები