23 აპრილი 2021,   14:16
ვრცლად
ოპოზიციის მოდიფიცირებული პროტესტი და დიალოგის პერსპექტივა 12 დღეში - ლიდერები მოლაპარაკების მაგიდასთან ნიკა მელიას ითხოვენ

ოპოზიციამ მოქმედების სტრატეგია შეცვალა, თუმცა აქციები ხელისუფლების ოპონენტებისთვის ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ იარაღად რჩება. 2-დღიანი მსჯელობის შემდეგ ოპოზიცია შეთანხმდა, რომ პროტესტის გამოხატვის ფორმებს შეცვლიან.  სახელმწიფო უწყებების პიკეტზე უარი თქვეს, ასევე გაუქმდა 13 მარტს დაგეგმილი ერთგვარი შემაჯამებელი აქციაც. თუმცა მცირე საპროტესტო გამოსვლები ისევ ძალაში რჩება.

ოპოზიციაში მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის წინ განმარტავენ, რომ პატიმრობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის საკითხი და რიგგარეშე არჩევნები ისევ მთავარ მოთხოვნებად რჩება, თუმცა მზად არიან ნიკა მელიას ციხეში ყოფნის პირობებში დიალოგის პროცესი დაიწყონ, საბოლოოდ შეთანხმებისთვის კი ოპოზიციას- ოპოზიციური ლიდერის თავისუფლება სჭირდება.

ოპოზიციის შეცვლილ გეგმებს მიესალმებიან "ქართულ ოცნებაში". სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ დესტრუქციაზე უარის თქმა და პროცესების ნორმალიზება დადებითად იმოქმედებს დიალოგზე და მას შედეგზე ორიენტირებულს გახდის.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების მისაღწევად სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ. შარლ მიშელის ჩართულობით კომპრომისულ ვერსიაზე შეთანხმების მიღწევის ვადა 16 მარტამდეა. სწორედ მანამდე უნდა გახდეს ცნობილი რაზე შეჯერდებიან მხარეები. 2 კვირაში ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომაა დანიშნული.

დღის ამბები