23 აპრილი 2021,   16:05
ვრცლად
Novavax-თან ვაქცინის მილიონი დოზის მოწოდებაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო ივნისის ბოლოს Novavax-ის ვაქცინის მილიონ დოზას მიიღებს. ინფექციონისტის განმარტებით, ეს შეთანხმება უკვე მიღწეულია და ამას წინ არაფერი უდგას. 

"Novavax-თან მიღწეულია წინასწარი შეთანხმება მილიონი დოზის მოწოდებაზე. ეს კი, დაახლოებით ივნისის ბოლოსთვის იგეგმება. წინასწარი მონაცემებით, ამას წინ არაფერი უდგას. ეს, პრაქტიკულად გადაწყვეტს პირველი წლის იმუნიზაციის საკითხს. საქართველომ novavax-თან ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა კომუნიკაცია, რასაც გვსაყვედურობენ ოპონენტები, რატომ დიდი ხნით არ დაიწყეთ კომუნიკაციაო.  ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ არის, მაგრამ არსებული ინფორმაციით Novavax-თაც ორჯერ აცრა იქნება საჭირო,"- განაცხადა "დღის კურიერში "თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერის" გარდა, Novavax-ზეც დიდ იმედებს ამყარებს. 

დღის ამბები