17 აპრილი 2021,   10:17
ვრცლად
ჩვენ მზად ვართ გონივრული კომპრომისებისთვის, მათ შორის პლებისციტზე - პაატა მანჯგალაძე

"თუ ხელისუფლება გამოხატავს მზაობას და მოვა მოლაპარაკების მაგიდასთან, გამოჩნდება სივრცე, სადაც შესაძლებელია კომპრომისი" - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყოს და პროცესი გამოაჩენს, რაზე შეიძლება შეთანხმება მოხდეს.

"ჩვენ მზად ვართ გონივრული კომპრომისებისთვის, როგორც შეტყობინება ისე გაიგოს ხელისუფლებამ და ველოდებით შესაბამისს ნაბიჯებს ხელისუფლებისგანაც. მათ შორის, პლებისციტი, მთავარია დავიწყოთ ჩვენ მოლაპარაკება. პირდაპირ, ნათლად ვიტყვი და მოლაპარაკების პროცესი გამოაჩენს, თუ რაზე შეიძლება შევთანხმდეთ. თუ ხელისუფლება გამოხატავს მზაობას და მოვა მოლაპარაკების მაგიდასთან, გამოჩნდება სივრცე, სადაც შესაძლებელია კომპრომისი," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. 

კითხვაზე, "სტრატეგია აღმაშენებელი" თუ მიიღებს დამოუკიდებლად შემოთავაზებას, დაჯდეს "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებაზე, იმისთვის რომ განიხილოს პლებისციტის საკითხი?! მანჯგალაძე პასუხობს, რომ ასეთი აუცილებლობა არ არსებობს.

"ჩვენ მარტო არ ვართ ამ პროცესში. ბოლო-ბოლო 4 პუნქტიან შეთანხებაში ერთ-ერთი მექანიზმი - პლებისციტი, ჩადებულია უკვე მოლაპარაკების მაგიდაზე. თუ რომელიმე პარტია უარს იტყვის თავის მიერ შეთავაზებულ პირობაზე, ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ავიღებთ ამ პირობაზე და შევეცდებით ჩვენი კოლეგები დავარწმუნოთ ამის აუცილეობაში," - განაცხადა პაატა  მანჯგალაძემ.  

დღის ამბები