17 აპრილი 2021,   08:28
ვრცლად
სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს გაუნახევრდეთ სწავლის საფასური და აღუდგეთ სტატუსი - NGO-ების წარმომადგენლები მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

"მოძრაობა ხალხისთვის" და "პროგრესის ცენტრი" სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხთან დაკავშირებით განათლების მინისტრის მოადგილეს, ნუნუ მიცკევიჩს ხვდებიან. ისინი ორი მთავარი მოთხოვნის წამოყენებას აპირებენ - სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს გაუნახევრდეთ სწავლის საფასური და აღუდგეთ შეჩერებული სტატუსი.

მათ რამდენიმე აქცია გამართეს ამ საკითხთან დაკავშირებით და საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს განათლების კომიტეტსაც.

დღის ამბები