17 აპრილი 2021,   09:35
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში იმყოფებოდა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე დახურულია, თუმცა გამოძიება დაიწყო დოკუმენტაციის ფალსიფიკაციაზე.

საუბარია ერთ-ერთი მოწმის მიერ ოჯახისათვის გადაცემულ ე.წ სქრინებზე, სადაც მარიამ შარაძის მტკიცებით ბაჩალიაშვილი ზეწოლაზე საუბრობდა.

ადვოკატმა მშობლებისათვის გაგზავნილი დოკუმენტაცია გამოძიებას მიაწოდა, სწორედ მათი ავთენტურობა დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ.

გამოძიების შეკითხვებს ამ საკითხზე თამარ ბაჩალიაშვილის დედა პასუხობდა. თეონა თამაზაშვილი საგამოძიებო უწყებიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა.

ავტორი: თამარ თათარაშვილი

დღის ამბები