17 აპრილი 2021,   10:32
ვრცლად
სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ეს პოლიტიკური კრიზისი, მე დღეს ამაყი ვარ, რომ გადაიდგა სიღრმისეული და მნიშვნელოვანი ნაბიჯები - შარლ მიშელი 

ოპოზიციისა და ხელისუფლების წამომადგენელთა შეხვედრა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა, დღეს საღამოს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობითა და ინიციატრივით პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

თითქმის სამ საათიანი შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მხარეებს ორ კვირიანი ვადა აქვთ, სხვადასხვა იდეის შეჯერებისა და პროგჰრესის მისაღწევად. 

"ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან და პრემიერ-მინისტრთან. გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა ერთმანეთისთვის და ჩვენ გვესმის, რომ ძალიან ბევრ რთულ საკითხს გამკლავება სჭირდება.

მე შევთავაზე მხარეებს ევროკავშირის მხარდაჭერა იმისათვის, რომ მოხდეს სხვადასხა იდეების შეჯერება. 2 კვირაში ასოცირების შეთანხმებაზე ბრიუსელში გვექნება შეხვედრა. ჩვენ დავაკვირდებით, თუ რა სახის პროგრესია სხვადასხვა რთულ საკითხზე მიღწეული. მაგრამ მთავარი გზავნილი არის შემდეგი, ეს არის საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა.

ამ ქვეყანაში ბევრი კომპლექსური გამოწვევაა. ეკონომიკურ-სოციალური, პანდემიური, უსაფრთხოებისა თუ სტაბილურობის კუთხით.

ეს მნიშვნელოვანი გამოწვევებია, რაც გამკლავებას საჭიროებს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ეს პოლიტიკური კრიზისი. მე დღეს ამაყი ვარ, რომ გადაიდგა სიღრმისეული და მნიშვნელოვანი ნაბიჯები სწორი მიმართულებით.

ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარდა. როცა ყველა პოლიტიკური მონაწილის მკაფიო შეკითხვაა, არის თუ არა პოლიტიკური ნება, გაძლიერდეს პოლიტიკური დიალოგი იმისთვის, რომ ერთად გამოსავალი ვიპოვოთ, მივიღე პასუხი - დიახ. ეს არის კარგი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა პოზიტიური ძალისხმევის მხარდაჭერას ,"- აღნიშნა შარლ მიშელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ. 

დღის ამბები