19 აპრილი 2021,   20:18
ვრცლად
შარლ მიშელის ვიზიტი წარმოადგენს ნათელ დასტურს იმისა, რომ ჩვენს რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის​ - პრემიერი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი Twitter-ზე აფასებს და აცხადებს, რომ ამან კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოს ევროკავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს:

"ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია შედგა შარლ მიშელთან. მისი ვიზიტი წარმოადგენს  ნათელ დასტურს იმისა, რომ ჩვენს რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის. განვიხილეთ საკითხების ფართო წრე, მათ შორის ოკუპაცია და გლობალური პანდემია. საქართველო მადლობელია მხარდაჭერისთვის და აფასებს ამ პარტნიორობას," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე.

დღის ამბები