19 აპრილი 2021,   19:25
ვრცლად
უნივერსიტეტებს საშუალება ექნებათ სწავლების ფორმა თავად აარჩიონ - დღეიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა

დღეიდან შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი ნაწილობრივ ამოქმედდა. დიდხნიანი აკრძალვის შემდეგ, ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა, სტუდენტები დაუბრუნდნენ აუდიტორიებს; დასაშვებია სტუმრობა მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში.

ბათუმში რესტორნებს უკვე აქვთ უფლება იფუნქციონირონ როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში. სხვა რეგიონებში, რესტორნები შიდა სივრცეში სტუმრების მიღებას 15 მარტიდან შეძლებენ. 

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლებისთვის სასწავლო პროგრამის აუდიტორიებში განახლება სავალდებულო არ არის და სასწავლო დაწესებულებას თავად ექნება საშუალება, სწავლების ფორმა შეარჩიოს. 

"ეს გახლავთ შესაძლებლობა და არა სავალდებულო ნორმა. ყველა უნივერსიტეტი და ლოკალური სასწავლებელი, თავისი ლოკალური სიტუაციიდან გამომდინარე, მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ, რა განრიგით და რა ფორმით უნდა გაიხსნას, ამ დათქმების გათვალისწინებით. დაწესებულებები სრულად არიან ინფორმირებულები იმ რეგულაციებისა და რეკომენდაციების შესახებ, რაც უსაფრთხოების კუთხით ევალებათ რომ დაიცვან. ამის შესახებ გაიმართა წინასწარი კონსულტაციებიც,"- აცხადებენ სამინისტროში. 

რესტორნებს მუშაობის განახლება რეგულაციების დაცვით უწევთ. თერმოსკრინინგი, პირბადის ტარების, დისტანციისა და განთავსების ადგილას ადამიანების რაოდენობის კონტროლი ყველასთვის სავალდებულოა. 

რესტორან "დელირიას" მეპატრონე ნინო გაბუნია მიიჩნევს, რომ სარესტორნო სფეროს გადასარჩენად შეღავათების ამუშავება აუცილებელია. 

"ალბათ, ყველა რესტორანი ასეა, თვითგადარჩენის რეჟიმში მუშაობს და არანაირ ეკონომიკურ მოგებაზე ლაპარაკი არ არის. ვცდილობთ, შევინარჩუნოთ პერსონალი, ის სტატუს კვო, რომელიც აქამდე გვქონდა და ვიმუშაოთ იმ შესაძლებლობებით, რა შესაძლებლობებიც გვაქვს. მაგრამ, ვფიქრობ, რომ გადასახედია სახელმწიფო პოლიტიკა, თუნდაც დღგ-სთან მიმართებაში რესტორნებისთვის, თუნდაც საშემოსავლო შეღავათიც, რომელიც იყო დაწესებული, ვფქრობ, აუცილებელია ეს შეღავათი კიდევ ამუშავდეს,"-აცხადებს ნინო გაბუნია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები