19 აპრილი 2021,   20:11
ვრცლად
საუკეთესო ფილმი - "ნომადლენდი", საუკეთესო სერიალი - "გვირგვინი" - "ოქროს გლობუსის" გამარჯვებულები ცნობილია

რამდენიმე საათის წინ დასრულდა "ოქროს გლობუსის" 78-ე დაჯილდოება. ცერემონია პანდემიის გამო უჩვეულო, დისტანციურ ფორმატში გაიმართა.

უცხოური პრესის ასოციაციამ კინოსა და სატელევიზიო სამყაროს კანდიდატებს შორის გამარჯვებულები სულ 25 ნომინაციაში გამოავლინა.

საუკეთესო დრამატულ სურათად "ნომადლენდი" დასახელდა, ფილმის ავტორმა კი საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში გაიმარჯვა.

ოქროს გლობუსი გადაეცა ჩედვიკ ბოუსმენსაც, ის ჰით ლეჯერის შემდეგ პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც ოქროს გლობუსი გარდაცვალების შემდეგ მიიღო.

წლის საუკეთესო კომედიური როლის შემსრულებელი, საშა ბარონ კოენი გახდა.

რაც შეეხება სერიალებს, "გვირგვინი" საუკეთესო სერიალად დასახელდა.

დღის ამბები