15 აპრილი 2021,   03:27
ვრცლად
თანხის გადახდის შემთხვევაში პროკურატურა მზადაა სასამართლოს ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით მიმართოს

ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც პროკურორმა განმარტმა, რომ თანხის გადახდის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს ნიკა მელიას პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით მიმართავს.

გენერალურმა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულის ადვოკატების სააპელაციო სარჩელი დაუშვებლად ცნო სასამართლომ. 

"ნიკანორ მელიას დაპატიმრება, არასდროს ყოფილა თვითმიზანი, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე,"-აღნიშნა ამირან გულუაშვილმა.

დღის ამბები