19 აპრილი 2021,   19:08
ვრცლად
სომხეთში მიმდინარე მოვლენებს სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირები ეხმაურებიან

სომხეთში მიმდინარე მოვლენებს სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირები ეხმაურებიან, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომხეთში განვითარებულ მოვლენებს მოსკოვი შეშფოთებით აკვირდება. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ არსებული ვითარების მიუხედავად, ეს მხოლოდ სომხეთის შიდა საქმეა.

სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმეს თურქეთშიც, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ კავკასიის რეგიონმა სტაბილურობისა და მშვიდობის შანსი მოიპოვა, რისი ხელიდან გაშვებაც არასწორი იქნება.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის რემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადება, სადაც პრემიერისა და მთავრობის გადადგონას მოითხოვდნენ, სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და  გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რესპუბლიკის მოედანზე მხარდამჭერებთან მივიდა, მათთან ერთად მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა და შემდეგ სიტყვითაც მიმართა.

დღის ამბები