19 აპრილი 2021,   20:13
ვრცლად
შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ტურისტული კომპანიის დირექტორი შალვა ბოლოთაშვილი და მიკროავტობუსის მესაკუთრე გოჩა გოგილაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

მათ ბრალად ედებათ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებისთვის, რამაც 17 პირის სიცოცხლის მოსპობა და სამი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დღის ამბები