15 აპრილი 2021,   03:04
ვრცლად
2019 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი ზუგდიდში დააკავეს 

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.

შს სამინისტროს თანამშრომლებმა 2019 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის ძებნილი პირი - 1972 წელს დაბადებული ბ.გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აიყვანეს.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბ.გ.-მ 2019 წლის აპრილში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, თავის ნაცნობს ა.ლ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა და მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ზუგდიდის სასამართლომ ბ.გ. დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა,"- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დღის ამბები